ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2023-09-13

სამსახურმა რკინიგზის მატარებლებში საინფორმაციო ბროშურები და  შემეცნებით-გასართობი გაზეთები განათავსა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისი-ბათუმის მიმართულებით რკინიგზის მატარებლებში საინფორმაციო ბროშურები და  შემეცნებით-გასართობი გაზეთები განათავსა.   აღნიშნული ბროშურები მგზავრებს, სამსახურის საქმიანობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდიან.   ასევე, მათ შესაძლებლობა ექნებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე მომზადებულ შემეცნებით-გასართობ გაზეთში სტატიებს, ქვიზებს, სკანვორდებს, კროსვროდებსა და სამსახურის კამპანიებს გაეცნონ.   მატარებლებში აღნიშნული საინფორმაციო მასალების განთავსება ქალაქ ბათუმში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალ ოფისის უკავშირდება, რომელიც ხვალ ოფიციალურად გაიხსნება.   პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისთვის, მადლობას  უხდის საქართველოს რკინიგზას.  

მსგავსი სიახლეები